Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბრიტანეთი ბრიუსელის მოწოდებას სწრაფად გასვლის თაობაზე ზეწოლას უწოდებს 
GBC news
26 June 2016, 18:34

თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყებას არ გეგმავს და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს. 

ბრიუსელის განცხადება ზეწოლად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა შეაფასა, აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყებაზე.  

 "პრემიერ-მინისტრმა (დევიდ ქემერონმა) ნათლად განაცხადა, რომ პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება დარჩება მომდევნო პრემიერს", - ციტირებს ITV ჰამონდს.

მან ასევე განაცხადა, რომ საკუთარ თავს მომავალ მთავრობაში ვეღარ ხედავს. 

შეგახსენებთ, 24 ივნისს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე ევროკავშირის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს ბრიტანეთს პროცესების დაჩქარებაზე, რათა არ გაგრძელდეს გაურკვევლობა. 

პარალელურად, ბრიტანეთში Brexit-ს აპროტესტებენ და უკვე 3 მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. 

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი